×
ტომსიკები
სუფრა
წინსაფარი
ხელსახოცი
საპურე
ჩაის ტილო
საყიდლების ჩანთა
თეთრეული და ინტერიერის ტექსტილი
პირსახოცები და პლედები
აქსესუარები
harmosphere

ტილოს პროდუქციის სათანადოდ მოვლა აუცილებელია მისი ხანგრძლივად და დაუზიანებლად გამოყენებისთვის. ჩვენს ბლოგზე სწორედ ამ ინფორმაციას გაგიზიარებთ, თუ როგორ მოუაროთ და შეინახოთ თქვენი საყვარელი ტილოს აქსესუარები. თანმიმდევრულად რომ დავიწყოთ, ტილო იქსოვება სელის მცენარის ბოჭკოებისგან და არა ბამბისგან. სელი გამოიყენება როგორც ქსოვილების შესაქმნელად, ასევე საკვებ პროდუქტებშიც.

სელს, რომლითაც საოჯახო ტექსტილის წარმოება ხდება, აქვს საკმაოდ მოკლე ზრდის ციკლი - საშუალოდ 100 დღე. ამ დროს მცენარე იზრდება გრძელ ღეროებად და ყვავილდება მხოლოდ რამდენიმე დღის განმავლობაში. ამის შემდეგ, სელის მცენარეს ამოძირკვავენ და აწყობენ სპეციალურ ღობეებში, რათა გაშრეს და განცალკევდეს თესლისგან. საბოლოოდ, მცენარე ექვემდებარება ვარცხნას, დაწვნას, ქსოვას და შეღებვას, რის შედეგადაც მიიღება ჩვენი საყვარელი პროდუქტი - ტილო.

როგორც ყველა ბუნებრივი ქსოვილი, ტილოც ნაზია და სპეციალურ მოვლას საჭიროებს. იმისათვის, რომ თქვენი საყვარელი ტილოს აქსესუარები შესანიშნავ მდგომარეობაში შეინარჩუნოთ, ჩვენ გირჩევთ:

  • გარეცხეთ ნაზი, ცივი ან ნელთბილი რეცხვის რეჟიმით (მაქსიმუმ 30o),რბილი სარეცხი საშუალებით მისი ბოჭკოების დასაცავად.

  • ლაქების მოსაშორებლად გამომიყენეთ ნებისმიერი ლაქების მოსაშორებელი საშუალება, რომელიც არ შეიცავს ქლორს.

  • გასაშრობად არ გამოიყენოთ საშრობი მანქანა.

  • ტილოს ქსოვილის გასასწორებლად გამოიყენეთ უთო cotton რეჟიმზე.

"ჰარმოსფერო" თქვენი ჰარმონიული ატმოსფეროსთვის! 

სტატიის ავტორი , 2022-01-13