×
ტომსიკები
სუფრა
წინსაფარი
ხელსახოცი
საპურე
ჩაის ტილო
საყიდლების ჩანთა
თეთრეული და ინტერიერის ტექსტილი
პირსახოცები და პლედები
აქსესუარები
harmosphere

წესები და პირობები

„ჰარმოსფეროსა“ (ი/მ დიანა ლეჟავა) და მომხმარებელს შორის დგება შეთანხმება, რომელიც დადებულად ითვლება მას შემდეგ, რაც მომხმარებელი დაეთანხმება წინამდებარე წესებსა და პირობებს.  გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხოთ წესები და პირობები და მხოლოდ შემდგომ განათავსოთ შეკვეთა:

„ჰარმოსფეროს“ ვებგვერდის საშუალებით პროდუქტის შეძენისას თქვენ ეთანხმებით წინამდებარე წესებსა და პირობებს.

შეკვეთის განთავსება

შეკვეთის განთავსების შემდეგ, მომხმარებელი მითითებულ ელ-ფოსტის მისამართზე მიიღებს შეტყობინებას შეკვეთის დადასტურებასთან დაკავშირებით, თუმცა შეკვეთა ჩაითვლება გაფორმებულად მხოლოდ მას შემდეგ, რაც მომხმარებელი გადაიხდის შესაბამის თანხას ბარათის მეშვეობით.

გთხოვთ, შეკვეთისას მიუთითეთ სწორი მონაცემები: შემკვეთის სახელი, გვარი, ელ-ფოსტის მისამართი, მისამართი, ტელეფონის ნომერი. თუ შეკვეთის ადრესატი არის სხვა პირი, გთხოვთ, ასევე მიუთითოთ მისი ტელეფონის ნომერი, მისამართი და სახელი.

ფასები

ვებგვერდზე მითითებული ფასები მოიცავს მხოლოდ პროდუქციის ფასს. მასში არ შედის ტრანსპორტირების/მიტანის ღირებულება. მიტანის სერვისის ღირებულება დაანგარიშდება ცალკე და დაემატება ჯამურ თანხას.

„ჰარმოსფერო“ უფლებას იტოვებს პროდუქციის ფასი შეცვალოს, თუმცა ეს არ ეხება უკვე განთავსებულ/გაყიდულ პროდუქციას.

პერსონალური მონაცემების გამოყენება

„ჰარმოსფერო“ უზრუნველყოფს მომხმარებლების კონფიდენციალობის დაცვას. კომპანიის მიერ მომხმარებლების პერსონალურ ინფორმაციის (სახელი, გვარი, მისამართი, ტელეფონი, ელ-ფოსტა) შეგროვება, შენახვა და გამოყენება მოხდება მხოლოდ კომპანიის მიერ მარკეტინგული/კვლევითი მიზნებისთვის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესების დაცვით. 

„ჰარმოსფერო“ მომხმარებლების პერსონალურ მონაცემებს გადასცემს მხოლოდ თავის კონტრაქტორებს: საკურიერო კომპანიას, მარკეტინგ და კვლევით ორგანიზაციას. 

გარეშე პირზე მონაცემების გადაცემა მოხდება მხოლოდ სასამართლოს განჩინებით საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესების შესაბამისად.

მიწოდების პირობები

ჰარმოსფეროს პროდუქციის მომხმარებლამდე მიტანას უზრუნველყოფს კომპანია "დელივერერსი" (www.deliverers.ge). თბილისსა და რუსთავში მომსახურების საფასური შეადგენს 5 ლარს. ამანათის ჩაბარება ხდება შეკვეთიდან იმავე (თუ შეკვეთა გაფორმდა 14:00 საათამდე) ან მეორე დღეს (თუ შეკვეთა გაფორმდა 14:00 საათის შემდეგ) კვირა დღის გარდა. საკურიერო კომპანია ამანათის აღებისას მომხმარებელს უგზავნის უნიკალურ კოდს, რომელიც ეგზავნება მიმღებს. კოდის საშუალებით შესაძლებელია ამანათის სტატუსს და მის გადაადგილების შემოწმება ონლაინ რეჟიმში (www.deliverers.ge) შეკვეთების ისტორიაში.

საქართველოს რეგიონებში პროდუქციის გაგზავნა ხდება საქართველოს ფოსტის მეშვეობით მათ მიერ მითითებული ტარიფით - 1 კგ-მდე ამანათი 13 ლარი. 

დაბრუნების პოლიტიკა

ნებისმიერი პროდუქტის დაბრუნება შესაძლებელია შეძენიდან 5 დღის განმავლობაში. პროდუქტი უნდა იყოს პირვანდელი (უხმარი) სახით, დაზიანებების გარეშე. დაბრუნების შემთხვევაში "ჰარმოსფერო" სრულად აანაზღაურებს პროდუქტის საფასურს პროდუქტის დაბრუნებიდან მაქსიმუმ 3 სამუშო დღის განმავლობაში. 

პროდუქტის გადაცვლა ფერში შესაძლებელია შეძენიდან 5 დღის განმავლობაში. პროდუქტი უნდა იყოს პირვანდელი (უხმარი) სახით. 

პროდუქტის გადაცვლა ზომაში შესაძლებელია შეძენიდან 5 დღის განმავლობაში იმავე ან უფრო მაღალფასიან პროდუქტში. პროდუქტი უნდა იყოს პირვანდელი (უხმარი) სახით. 

დასკვნითი დებულებები

„ჰარმოსფერო“ უფლებას იტოვებს ნებისმიერ დროს შეცვალოს წინამდებარე წესები და პირობები. ამის შესახებ კომპანიის მონაცემთა ბაზაში დარეგისტრირებულ მომხმარებლებს ელ-ფოსტაზე დაეგზავნებათ შეტყობინება. თუ მომხმარებელი არ ეთანხმება შეცვლილ წესებს და პირობებს, მან წერილის მიღებიდან ორი კვირის განმავლობაში აღნიშნული უნდა გვაცნობოს ელ-ფოსტის საშუალებით: info.harmosphere@gmail.com.

თუ დათქმულ ვადაში მსგავსი შეტყობინება არ შემოვიდა მეილზე, ჩაითვლება, რომ მომხმარებელი ეთანხმება შეცვლილ წესებს და პირობებს.

მხარეთა შორის წარმოშობილი ნებისმიერი დავა განიხილება მოლაპარაკების გზით. თუ მოლაპარაკება შეუძლებელია, მხარეები დავას გადაწყვეტენ სასამართლოს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების შესაბამისად.

****

Terms and Conditions

The agreement between the “Harmosphere” (p/e Diana Lezhava) and customer enters into force only after the customer agrees with the terms and conditions. Please, read the terms and conditions carefully and place your order afterwards:

While purchasing products through “Harmosphere” website, you agree with the following terms and conditions.

Order Placement

After placing order, the customer will get a notification with the confirmation of the order at the indicated email, however, the order is considered as accepted only after the customer pays respective amount by a card/cash.

Please, indicate the correct data while ordering: name, surname, email, address, mobile. If the addressee of your order is another person, please address their mobile, address and name.   

Prices

The prices indicated at the website include only the prices of the products. It does not include the delivery/transportation price. Delivery price will be calculated separately and added to the sum.

“Harmosphere” reserves the right to change the price of products, however, this does not apply to the products already placed/sold.

Use of Personal Data

“Harmosphere” collects, uses and reserves the personal data of the customers (name, surname, address, mobile, email) only for marketing and research purposes, in accordance with the Georgian legislation.

“Harmosphere” will only transfer the personal data of its customers to its contractors: delivery company, marketing and research organizations.

Personal data will be transferred to any third party only based on the decree of the Georgian court in accordance with the Georgian legislation.

Delivery Conditions

Delivery of the “Harmosphere” products in Tbilisi, Rustavi and Mtskheta is ensured by the company “Deliverers” (www.deliverers.ge). The delivery cost is 5 GEL.  Orders placed before 14:00 will be delivered the same day, while the orders placed after 14:00 will be delivered the next day (except for Sunday). The delivery company gives a unique code to each order that is sent to the addresee. The status of the order can be checked using this code on the website of the delivery company - www.deliverers.ge. 

Delivery in other cities and villages of Georgia is ensured by Georgian Post based on the tariffs indicated on their website (13 Gel for parcels up to 1 kg).

Return Policy

Return of the products is possible within 5 days. The returned product should be in its initial (unused) form without any defects. In case of return, “Harmosphere” will completely reimburse the product price within 3 days after return.

Change in color is possible during 5 days. The product should be in its initial (unused) form.

Change in size is possible during 5 days after purchase in the product of the same or higher price range. The product should be in its initial (unused) form.

Concluding Remarks

“Harmosphere” researves right to change the current terms and conditions any time. The company will inform its customers registered in the database about the change via email. In case the customer does not agree with the renewed terms and conditions, they should inform the company about this within two weeks period via the following email: info.harmosphere@gmail.com.

If no such notification is received by “Harmosphere” within the mentioned period, the renewed terms and conditions are considered to be accepted by the customer.

All disputes between the parties shall be settled by mutual negotiation. Otherwise, the parties may apply to the Georgian Court, in accordance with the Georgian legislation.