×
ტომსიკები
სუფრა
წინსაფარი
ხელსახოცი
საპურე
ჩაის ტილო
საყიდლების ჩანთა
თეთრეული და ინტერიერის ტექსტილი
პირსახოცები და პლედები
აქსესუარები
harmosphere

მაგიდის გაწყობის ესთეტიკა

მაგიდის გაწყობა ყოველდღიურობის ნაწილია. კვირის დღეებში ნაჩქარევად, სამსახურში და სკოლაში გაქცევის წინ, ტოსტებით, ჯემით, ყავითა და რძით. შაბათ-კვირას მეტი სიდინჯით, დახვეწილობით და ესთეტიკით. შესაძლოა გვირილებით, სანთლებით, ლამაზ თეფშებზე გემრიელად გაწყობილი ბლინებითა და ხელსახოცებითაც კი.               თუმცა, როცა მაგიდის გაწყობის ესთეტიკაზე ვსაუბრობთ, პირველი, რაც გვახსენდება ოჯახური სადილებია. სულაც არ არის საჭირო დიდი ღონისძიება გვქონდეს დაგეგმილი, რომ მაგიდა გემოვნებით და სადღესასწაულოდ გავაფორმოთ, თუმცა სადად! იმისთვის, რომ ნამუშევარი მომხიბლელი და ესთეტიკური იყოს  რომოდენიმე კარგად ნაცადი ხერხი გვინდა გაგიზიაროთ. პირველი, რისი შერჩევაც გვჭირდება, სუფრა და ხელსახოცებია. არაფერია ბუნებრივ, ნატურალურ მასალაზე სასიამოვნო და დახვეწილი. ჩვენი რჩევაა, არჩევანი შეაჩეროთ სელის ნატურალურ ქსოვილზე, რომელიც წლებია არ კარგავს ტრენდულობას სკანდინავიაში, ბრიტანეთში, საფრანგეთში, იტალიაში, განსაკუთრებით კი - სამხრეთ იტალიაში, და ისეთ ბევრ ქვეყანაში სადაც ინტერიერის დიზაინში გადამწყვეტ სიტყვას ამბობენ. ფერთა გამა მრავალფეროვანია, თუმცა ვფიქრობთ ფერის შერჩევაში სეზონი მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ვინაიდან ზაფხული გვიახლოვდება და ნელ-ნელა აივნებისა და ეზოების სეზონი მოდის პასტელურ ფერებს მივანიჭებდით უპირატესობას: მინთისფერს, ლიმნისფერს, თეთრს, კლასიკური ტილოს ფერს (კრემისფერისა და ღია რუხის ტონებს).   შემდეგი კომპონენტი, რაც ძალიან მოგვწონს, ვინტაჟური ჭურჭელია. მოიძიეთ და გადმოალაგეთ ბებიების დროინდელი კომპლექტები. მოგეხსენებათ, თანამედროვე ჭურჭელში დიზაინერებმა გააცოცხლეს ძველებური სული და, მითუმეტეს, რა არის იმაზე უკეთესი თუკი ამ სულს ისტორიაც მოყვება. ჩვენი განსაკუთრებული სიყვარული კი ისეთ ბრენდებს ეკუთვნის, რომელთა ისტორიამ წლებს გაუძლო, ხოლო ავთენტური სტილი შენარჩუნებულია, მაგალითისთვის შეგვიძლია დავასახელოთ Falcon (1920), Seletti (1964).                      რასაკვირველია, სადილი ვერ ჩაივლის სასმელის გარეშე, თუმცა, ხშირია შემთხვევა, როდესაც შეფუთვა არც ისე მიმზიდველია. პლასტმასის ან თუნდაც სხვადასხვანაირად გაფორმებული ბოთლი სრულიად გვირღვევს პირვანდელ ჩანაფიქრს. სწორედ ამიტომ ჰარმოსფეროს ბოთლის ჩასადები ტილოს ტომსიკები ჩვენი დღესასწაულის განუყოფელი ნაწილია. გვეთანხმებით, რომ წარმოუდგენელია სუფრა სანთლების გარეშე? როგორი მყუდრო და ინტიმური ხდება ყველაფერი ერთი ციცქნა,  მოციმციმე ცეცხლის ანთებისთანავე, არა? სწორედ ასეა! და რა მშვენიერია, რომ საქართველოში გვაქვს ხელნაკეთი სანთლების შეძენის ფუფუნება. სხვადასხვა ფერის, ფორმის და არომატის სანთლები სადღესასწაულო სუფრის მთავარი მონაწილეა. თუმცა, ჩვენ აქაც სისადავეს ვანიჭებთ უპირატესობას. გირჩევთ, სუფრა გააფორმოთ კალსიკური რძისფერი ან თაფლისფერი სანთლებით. ამ შემთხვევაში შანდლის დიზაინს არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა - ულამაზესია როგორც წვრილ და მაღალფეხიან, ასევე დაბალ, თეფშისებრ სასანთლეზე. და ბოლოს, რა თქმა უნდა, ყვავილები - სიცოცხლე და სიხალისე მაგიდაზე! მრგვალი ან შედარებით მომცრო, ოთკუთხედი მაგიდისთვის განიხილეთ ცენტრალური ნაწილი ყვავილების ბუკეტის განსათავსებლად. შეარჩიეთ შედარებით მაღალი ყვავილები შესაბამისი ლარნაკით. გრძელი მაგიდის შემთხვევაში შესაძლოა ე.წ „ბილიკის“ ხაზი გამოვიყენოთ სხვადასხვა ზომის ლარნაკებისა და მრავალფეროვანი მცენარეებისთვის. თამამად გამოიყენეთ არა მხოლოდ ყვავილები, არამედ ფოთლები, ნაძვის წიწვები, ხის ტოტები, გირჩები და ა.შ. აქციეთ მცენარეები მაგიდის მთავარ მიმზიდველობად სახლში გამართული ღონისძიებებისთვის. ეს არის შესანიშნავი გზა, შეცვალოთ თქვენი მაგიდის ვიზუალი ყოველ ჯერზე ზედმეტი დანახარჯების გარეშე.
სრულად ნახვა

რატომ უნდა შევინახოთ პური ტილოს ტომარაში?

უმეტესობა ჩვენგანი ვთანხმდებით, რომ გემრიელი, ფუმფულა, ზოგჯერ გახუხული, ცოტა მარილიანი პურის მირთმევა ნამდვილი სიამოვნებაა. თუმცა, რთულია პირვანდელი სახის შენარჩუნება, ისე რომ პური არ გახმეს, არ დაკარგოს სიჯანსაღე და გემო. პურის რამდენიმე საათით ჰაერზე დატოვებისას იწყება შრობის და ხმობის პროცესი, ხოლო მაცივარში შენახვისას იკარგება სიფუმფულე, სირბილე და გემოვნური თვისებები. გამოსავალი ნაპოვნია უკვე ბევრი წელია, პოლიეთილენის პარკების სახით, რომელიც რამდენიმე დღის მანძილზე უნარჩუნებს სირბილეს ნებისმიერის სახის პურს. სინამდვილეში, პოლიეთილენის პარკის გამოყენებისას პური ვერ „სუნთქავს“,  უკეთეს შემთხვევაში, ვკარგავთ ხრაშუნა ქერქს, ხოლო უარეს შემთხვევაში - გავქვს ობის დიდი „მოსავალი“. რა საკვირველია, ამ შემთხვევაში ვაგდებთ პურს თავის პოლიეთილენის პარკით, რაც დამეთანხმებით, ორმაგი ზიანია გარემოსთვის. სწორედ ამისთვის არსებობს მრავალჯერადი გამოყენების, ეკომეგობრული, ტილოს პურის ტომსიკები, რომელიც პურს ინახავს სუფთად, ჯანსაღად და ესთეტიურად. პურის შესანახი ტილოს ტომრების ისტორია საფრანგეთში იწყება და ეს კულტურა უკვე რამდენიმე საუკუნეს ითვლის. ყველას მოგვეხსენება, როგორ პატივს სცემენ ფრანგები პურს! საქმე იმაშია, რომ ტილოს ბოჭკოები ხელს უშლის ზედმეტი ტენის არსებობას პურის ირგვლივ, რაც, ბუნებრივია, დაობებისგან იცავს პროდუქტს. ამავდროულად, ხელს უწყობს ჰაერის ნაკადის ცირკულაციას. შესაბამისად, პური „სუნთქავს“, თუმცა არა იმდენად, რომ ძალიან სწრაფად მოხდეს მისი გამოშრობა. პური თავსდება სიბნელეში, რადგან სინათლემ შესაძლოა გამოიწვიოს პროდუქტის „დაბერება“ უფრო მოკლე დროში. რასაკვირველია, პურის შრობის და ხმობის პროცესი გარკვეული დროის შემდეგ იწყება ტილოს ტომარაში მოთავსებულ პროდუქტის შემთხვევაშიც. თუმცა, სწორი მეთოდით შენახვა გვიცავს ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემებისგან. დამატებითი ხრიკები, პურის ჯანსაღად შესანახად: პური შეინახეთ დაუჭრელ მდგომარეობაში. ქერქი, ამ შემთხვევაში, სრულად ასრულებს თავის სამუშაოს და შიგთავსი ნარჩუნდება რბილი და ფუმფულა. გაჭრილი პური მოათავსეთ ტილოს ტომარაში და სათავსოში დადეთ მოჭრილი ნაწილის მხრიდან. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ნატურალური ქსოვილის ტომსიკებში, იქნება ეს სელი თუ ბამბა, მეტად ჯანსაღად ინახება პურ-ფუნთუშეული. ჰარმოსფეროს ტილოს ტომსიკები კი - საუკეთესო არჩევანია!    
სრულად ნახვა

ტილოს ქსოვილის წარმოების მოკლე ისტორია და მასზე ზრუნვის მეთოდები

ტილოს პროდუქციის სათანადოდ მოვლა აუცილებელია მისი ხანგრძლივად და დაუზიანებლად გამოყენებისთვის. ჩვენს ბლოგზე სწორედ ამ ინფორმაციას გაგიზიარებთ, თუ როგორ მოუაროთ და შეინახოთ თქვენი საყვარელი ტილოს აქსესუარები. თანმიმდევრულად რომ დავიწყოთ, ტილო იქსოვება სელის მცენარის ბოჭკოებისგან და არა ბამბისგან. სელი გამოიყენება როგორც ქსოვილების შესაქმნელად, ასევე საკვებ პროდუქტებშიც. სელს, რომლითაც საოჯახო ტექსტილის წარმოება ხდება, აქვს საკმაოდ მოკლე ზრდის ციკლი - საშუალოდ 100 დღე. ამ დროს მცენარე იზრდება გრძელ ღეროებად და ყვავილდება მხოლოდ რამდენიმე დღის განმავლობაში. ამის შემდეგ, სელის მცენარეს ამოძირკვავენ და აწყობენ სპეციალურ ღობეებში, რათა გაშრეს და განცალკევდეს თესლისგან. საბოლოოდ, მცენარე ექვემდებარება ვარცხნას, დაწვნას, ქსოვას და შეღებვას, რის შედეგადაც მიიღება ჩვენი საყვარელი პროდუქტი - ტილო. როგორც ყველა ბუნებრივი ქსოვილი, ტილოც ნაზია და სპეციალურ მოვლას საჭიროებს. იმისათვის, რომ თქვენი საყვარელი ტილოს აქსესუარები შესანიშნავ მდგომარეობაში შეინარჩუნოთ, ჩვენ გირჩევთ: გარეცხეთ ნაზი, ცივი ან ნელთბილი რეცხვის რეჟიმით (მაქსიმუმ 30o),რბილი სარეცხი საშუალებით მისი ბოჭკოების დასაცავად. ლაქების მოსაშორებლად გამომიყენეთ ნებისმიერი ლაქების მოსაშორებელი საშუალება, რომელიც არ შეიცავს ქლორს. გასაშრობად არ გამოიყენოთ საშრობი მანქანა. ტილოს ქსოვილის გასასწორებლად გამოიყენეთ უთო cotton რეჟიმზე. "ჰარმოსფერო" თქვენი ჰარმონიული ატმოსფეროსთვის! 
სრულად ნახვა