×
ტომსიკები
სუფრა
წინსაფარი
ხელსახოცი
საპურე
ჩაის ტილო
საყიდლების ჩანთა
თეთრეული და ინტერიერის ტექსტილი
პირსახოცები და პლედები
აქსესუარები
harmosphere

უმეტესობა ჩვენგანი ვთანხმდებით, რომ გემრიელი, ფუმფულა, ზოგჯერ გახუხული, ცოტა მარილიანი პურის მირთმევა ნამდვილი სიამოვნებაა.

თუმცა, რთულია პირვანდელი სახის შენარჩუნება, ისე რომ პური არ გახმეს, არ დაკარგოს სიჯანსაღე და გემო. პურის რამდენიმე საათით ჰაერზე დატოვებისას იწყება შრობის და ხმობის პროცესი, ხოლო მაცივარში შენახვისას იკარგება სიფუმფულე, სირბილე და გემოვნური თვისებები.

გამოსავალი ნაპოვნია უკვე ბევრი წელია, პოლიეთილენის პარკების სახით, რომელიც რამდენიმე დღის მანძილზე უნარჩუნებს სირბილეს ნებისმიერის სახის პურს. სინამდვილეში, პოლიეთილენის პარკის გამოყენებისას პური ვერ „სუნთქავს“,  უკეთეს შემთხვევაში, ვკარგავთ ხრაშუნა ქერქს, ხოლო უარეს შემთხვევაში - გავქვს ობის დიდი „მოსავალი“.

რა საკვირველია, ამ შემთხვევაში ვაგდებთ პურს თავის პოლიეთილენის პარკით, რაც დამეთანხმებით, ორმაგი ზიანია გარემოსთვის.

სწორედ ამისთვის არსებობს მრავალჯერადი გამოყენების, ეკომეგობრული, ტილოს პურის ტომსიკები, რომელიც პურს ინახავს სუფთად, ჯანსაღად და ესთეტიურად.

პურის შესანახი ტილოს ტომრების ისტორია საფრანგეთში იწყება და ეს კულტურა უკვე რამდენიმე საუკუნეს ითვლის. ყველას მოგვეხსენება, როგორ პატივს სცემენ ფრანგები პურს!

საქმე იმაშია, რომ ტილოს ბოჭკოები ხელს უშლის ზედმეტი ტენის არსებობას პურის ირგვლივ, რაც, ბუნებრივია, დაობებისგან იცავს პროდუქტს. ამავდროულად, ხელს უწყობს ჰაერის ნაკადის ცირკულაციას. შესაბამისად, პური „სუნთქავს“, თუმცა არა იმდენად, რომ ძალიან სწრაფად მოხდეს მისი გამოშრობა. პური თავსდება სიბნელეში, რადგან სინათლემ შესაძლოა გამოიწვიოს პროდუქტის „დაბერება“ უფრო მოკლე დროში.

რასაკვირველია, პურის შრობის და ხმობის პროცესი გარკვეული დროის შემდეგ იწყება ტილოს ტომარაში მოთავსებულ პროდუქტის შემთხვევაშიც. თუმცა, სწორი მეთოდით შენახვა გვიცავს ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემებისგან.

დამატებითი ხრიკები, პურის ჯანსაღად შესანახად:

  1. პური შეინახეთ დაუჭრელ მდგომარეობაში. ქერქი, ამ შემთხვევაში, სრულად ასრულებს თავის სამუშაოს და შიგთავსი ნარჩუნდება რბილი და ფუმფულა.
  2. გაჭრილი პური მოათავსეთ ტილოს ტომარაში და სათავსოში დადეთ მოჭრილი ნაწილის მხრიდან.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ნატურალური ქსოვილის ტომსიკებში, იქნება ეს სელი თუ ბამბა, მეტად ჯანსაღად ინახება პურ-ფუნთუშეული. ჰარმოსფეროს ტილოს ტომსიკები კი - საუკეთესო არჩევანია!

 

 

სტატიის ავტორი , 2022-09-11